четверг, 9 июня 2016 г.

გაკვეთილის გეგმა





საგანი:  მათემატიკა, ქართული ენა 
თემა: რიცხვები და რიცხვითი სახელები“
სკოლა:   ქ.მარტვილის N2 საჯარო 
კლასი:  V

მასწავლებლები:     მარინა გაბისონია
                                     ნანა კვესელავა
                                     ხათუნა ფირცხალავა
დრო: 45 წთ.
თარიღი:   31 მაისი. 2016 წელი
შესავალი
გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი: 
მათემატიკის გკვეთილებზე რიცხვების შესახებ მიღებული ცოდნის განმტკიცება,  ამ ცოდნის გამოყენება ქართული ენის გრამატიკაში ახალი ცოდნის ასაგებად, კერძოდ, რიცხვითი სახელის ცნების გასააზრებლად.
სწავლის შედეგები
დამოკიდებულება : რიცხვებისა და მათზე მოქმედებების ცოდნა მოსწავლეებს მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ
ცოდნა : რიცხვებისა და მათთან დაკავშირებული რიცხვითი სახელების (რაოდენოითი, რიგობითი, წილობითი და განუსაზღვრელობითი) ცნებების გაგება-გააზრება.   











უნარები :
  •  რიცხვებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრისას  ადექვატური მოქმედებების უნაარის ჩამოყალიბება. 
  •  ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:     
 მათ. V.1. იყენებს ახალ რიცხვით სახელებს, პოზიციურ სისტემას და ახდენს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას
მათ.V.2. კითხულობს, გამოსახავს, აფასებს, ადარებს და ალაგებს წილადებს
მათ.V.3. ასრულებს მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშნვნელიან წილადებზე   
ქართ. V.2 მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
ქართ. V. 3. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სიტუაციებში.
ქართ. V. 10. მოსწავლეს შეუძლია  სხავადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული  და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
ქართ. V. 15. მოსწავლეს შეუძლია  გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა.
წინარე ცოდნის შეფასება
მათემატიკა: მოსწავლებმა იციან ნატურალური რიცხვები,  ჩვეულებრივი  წილადები, შერეული რიცხვები.  შეუძლიათ მათი წაკითხვა,  ჩაწერა,  მათზე არითმეტიკული მოქმედებების ჩატარება;  ესმით წილადის, როგორც მთელისა და რაოდენობის ნაწილის გამომსახველის მნიშვნელობა.
ქართული ენა: მოსწავლეები იცნობენ ზოგიერთ მეტყველების ნაწილს; შეუძლიათ ყოველ მეტყველების ნაწილს დაუსვან შესაბამისი კითხვა; გამოყონ თავსართ-ბოლოსართები. 
გაკვეთილის/აქტივობის გეგმა
Ø  მოსწავლეთა დაჯგუფების საერთო საკლასო მუშაობა;
Ø  ჯგუფური   მუშაობა

დაჯგუფების კრიტერიუმები:  



სასწავლო მასალა:

  •                                                  სახელმძღვანელოები, ბარათები ჯგუფური მუშაობისათვის;
  •                                                 ,, Pover Point“-ის პროგრამათ წარმოდგენილი რესურსი;
  •                                                  დიახ/არა ბარათები;
  •                         კომპიუტერი;
  •                                                   პროექტორი
  •                                                 რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი.







გაკვეთილის/აქტივობის  ეტაპები
I ფაზა
Ø  დავალების  შემოწმება ჩამოვლით. 
Ø  წინანარე ცოდნის გააქტიურება
1.      მათემატიკის მასწავლეელი ცნებათა რუკის გამოყენებით გააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას რიცხვების შესახებ.
2.      მათემატიკის მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს  სივრცით ფიგურების მოდელებს და მთელ კლასთანან ინტერაქტიური მეთოდით და გააქტიურებს წინარე ცოდნას რიცხვებით გამოხატული ოდენობა/რიგითობა/ნაწილის შესახებ.
IIფაზა

  •          ახალ მასალაზე ქართულის მასწავლებლები ინტერაქტიური მეთოდისა და მინილექციის გამოყენებით იმუშავებენ მოსწავლეებთან.
  •        ჯგუფური მუშაობა(დანართი 2)

III  ფაზა

  •            ახალი მასალის შეჯამება განმტკიცება  დიახ/არა ბარათების გამოყენებით და ,,Pover Point”-ის საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებითი ( დანართი 1)
  •           საშინაო დავალება:
მათემატიკური ამოცანების შედგენა, ამოხსნა. ამ ამოცანებს ტექსტში გამოყენებული რიცხვითი სახელების დახასიათება.
შეფასება:
                                          მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

ცუდი
საშუალო
კარგი
ძალიან კარგი
ახდენს ცოდნის ტრანსფერს, ცოდნას რიცხვების შესახებ იყენებს რიცხვითი სახელის გაგება- გააზრებისათვის.




აქტიურია  საერთო საკლასო მუშაობისას




თანამშრომლობს ჯგუფში, აქტიურია, გამოხატავს და იცავს საკუთარ აზრს, უსმენს სხვებს.









დამატებითი რესურსი:

ვიდეოკამერა.





დანართი 1










დანართი 2


                                                     I ჯგუფი 


ü   ნახატზე სულ რამდენი ფიგურაა წარმოდგენილი? 
ü  მათ შორის  რამდენია ოთხკუთხედი? 
ü   წარმოდგენილი ერთობლიობის რა ნაწილის შეადგენენ ოთხკუთხედები?
ü  მერამდენე ფიგურებია პარალელოგრამი?
ü  უპასუხეთ დასმულ კითხვებს და შეადგინეთ წინადადებები რიცხვითი სახელების გამოყენეით.  
ü   მიუთითეთ  თითოეულ წინადადებაში როგორი რიცხვები და რიცხვითი სახელია გამოყენებული. რა კითხვები დაესმით მათ?

   
                                            
                                                       II ჯგუფი
გიორგიმ გახსნა ყულაბა და მასში აღმოაჩინა რამოდენიმე  ასლარიანი, ათლარიანი და ხუთლარიანი კუპიურა, სულ  425 ლარის ღირებულებისა.   
ü  თითეული სახეობის რამდენი ცალი კუპიურა აღმოჩნდა ყულაბაში, თუ ათლარიანებისა და ხუთლარიანების რაოდენობა არ აღემატება ორს?
ü  წარმოდგენილი  მთელი თანხის რა ნაწილია ასლარიანი კუპიურებით შედგენილი თანხა?
ü  უპასუხეთ დასმულ კითხვებს და შეადგინეთ წინადადებები რიცხვითი სახელების გამოყენეით.  
ü   მიუთითეთ  თითოეულ წინადადებაში როგორი რიცხვები და რიცხვითი სახელია გამოყენებული. რა კითხვები დაესმით მათ?

                                                     III ჯგუფი   
ტურისტებმა პირველ დღეს 60 კმ. გაიარეს,  მეორე დღეს ამ მანძილის   ნაწილი, ხოლო მესამე დღეს    მასზე   2 -ით მეტი.
ü  რამდენი კილომეტრი გაიარეს ტურისტებმა პირველ დღეს?  მე-2 დღეს?
ü  სულ რამდენი კილომეტრი გაიარეს ტურისტებმა სამი დღის მანძილზე?
ü  უპასუხეთ დასმულ კითხვს და შეადგინეთ წინადადებები რიცხვითი სახელების გამოყენეით.
ü  მიუთითეთ  თითოეულ წინადადებაში როგორი რიცხვები და რიცხვითი სახელია გამოყენებული. რა კითხვები დაესმით მათ?


                                                 IV ჯგუფი
ფუნთუშა  კგ.-ს იწონის, ხოლო ქადა 2-ჯერ მეტს. 
ü  რამდენ  კილოგრამს  იწონის ქადა? 
ü    რამდენ  კილოგრამს  იწონის ორივე ერთად?   
ü  რამდენ გრამს იწონის ორივე ერთად?
ü  უპასუხეთ დასმულ კითხვს და შეადგინეთ წინადადებები რიცხვითი სახელების გამოყენეით.
ü  მიუთითეთ  თითოეულ წინადადებაში როგორი რიცხვები და რიცხვითი სახელია გამოყენებული. რა კითხვები დაესმით მათ?

                                 
                                                  V ჯგუფი
Ø  რამდენი  წახნაგი აქვს  წარმოდგენილი სივრცულ სხეულს?
Ø  მათ შორის რამდენი კედელია შეღებილი მწვანედ?
Ø  სხეულის ზედაპირის   რა ნაწილია შეღებილი მწვანედ?
Ø  უპასუხეთ დასმულ კითხვს და შეადგინეთ წინადადებები რიცხვითი სახელების გამოყენეით.
ü  მიუთითეთ  თითოეულ წინადადებაში როგორი რიცხვები და რიცხვითი სახელია გამოყენებული. რა კითხვები დაესმით მათ?


                                         V I   ჯგუფი

წარმოდგენილი სივრცითი სხეული რამდენ ტოლ ნაწილად არის დაყოფილი?
Ø  მათ შორის რამდენია იასამნისფერად შეღებილი?
Ø  მთელი სხეულის  რა ნაწილია შეღბილი იასამნისფერად?
Ø  უპასუხეთ დასმულ კითხვებს და შეადგინეთ წინადადებები რიცხვითი სახელების გამოყენეით.
Ø   მიუთითეთ  თითოეულ წინადადებაში როგორი რიცხვითი სახელია გამოყენებული. რა კითხვები დაესმით მათ?







                                        დამატებითი ამოცანები

ამოცანა1.   მე-6 კლასის მოსწავლეებმა       56    კგ. მაკულატურა მოაგროვეს, ხოლო მე-5 კლასელებმა  3    კგ-ით მეტი.
Ø  სულ რამდენი კგ. მაკულატურა მოაგროვა ორივე კლასმა?
Ø  ამ ამოცანაში როგორი რიცხვითი სახელებია გამოყენებული და რა კითხვები დაესმის  მათ? 
Ø  როგორი რიცხვებია გამოყენებული ?